წერილი მარიამს

mama_wigni_wamikitxeარასოდეს არაფერი დამიწერია, მგონი სკოლაში ხეირიანად თემაც კი….ბევრიც არაფერი ვიცი რომ გასწავლო,ფინანსების გარდა,რომელიც შეიძლება შენ სულ არ გაინტერესებდეს, მაგრამ აუცილებლად მინდა დავწერო ის,თუ რას ვგრძნობ! ჯერ მინდა ბოდიში მოგიხადო! ბოდიში რომ სულ რაღაც 2 წლის, უკვე დიდი მეგონე,მაშინ როცა შენი ახალდაბადებული ძმა სახლში მოვიყვანეთ..
როცა ის გახდა 2 წლის კიდევ უფრო გავბრაზდი საკუთარ თავზე, თურმე რა პატარა ყოფილხარ მაშინ… და რა ჭკვიანი..კეთილი…

ერთხელ როცა ილიას ვკოცნიდი და ვეფერებოდი, ვიგრძენი შენი მზერა,რაღაცნაირად მიყურებდი,მეგონა რომ გეწყინა, იეჭვიანე…..და შენ ღიმილით, ზუსტად იმ სიტყვებით, როგორც მე ვეფერებოდი მას, ჩაეხუტე , აკოცე…. მივხვდი რომ მართლა “დიდი ” ხარ, დიდი და თბილი..

მინდა რომ ყოველთვის კეთილი იყო, კეთილი არც მატყუარა იქნები და ასეთი ყველას ეყვარები, ისე როგორც მე, ვერავინ შეგიყვარებს მაგრამ, მაინც.

შეიძლება პატარა და უშინაარსო წერილია, მაგრამ რომ გაიზრდები და დაინახავ, თუ როგორ არ მიყვარს წერა მაპატიებ, რომ მეტი არაფერი მოგწერე…

მიყვარხარ…….

გიორგი ჩხატარაშვილი

 

Categories: წერილი მამისგან | Leave a comment

Post navigation

გაგვიზიარეთ შთაბეჭდილებები :)

Create a free website or blog at WordPress.com.